სიახლეები (RU) Back

ვიზიტი ლუბლიანა უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტი (RU)

2 სექტემბერი 2022

2022 წლის 24 აგვისტოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნათია მიქელთაძე სამუშაო ვიზიტით ლუბლიანას უნივერსიტეტის (სლოვენია) საზღვაო ფაკულტეტზე იმყოფებდონენ.

ვიზიტის ფარგლებში ბნსუ-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, საზღვაო ნავიგაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს და ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს.

შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა წარადგინა პრეზენტაცია ბნსუ-ს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. მასპინძელმა მხარემ სტუმრებს გააცნო ლუბლიანას უნივერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე მიმდინარე სიახლეები.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, ბნსუ-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მასპინძელი უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

შეხვედრის დასასრულ მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე და დაგეგმეს შესაბამისი ღონისძიებები.