ვიზიტი თურქეთში (RU)
24 მაისი 2023
2023 წლის 24 მაისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსსიტეტის რექტორის მეორე მოადგილე საგანმანათლებლო პროცესების მართვისა და საერთაშორისო მიმართულებით - ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა და სტუდენტთა პრაქტიკისა და დასაქმების სამსახურის ხელმძღვანელი ლელა შანიძე სამუშაო ვიზიტით რეჯებ ტაიპ ეროღანის უნივერსიტეტის (თურქეთი) საზღვაო ფაკულტეტს ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის გზებზე და გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი. დაიგეგმა მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი ბნსუ-ში.
ასევე, დაიგეგმა სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში.
ბნსუ-ს წარმომადგენლებმა შეხვედრის დასასრულს დაათვალიერეს საზღვაო ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
აღნიშნული შეხვედრა ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
