მე-9 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მდგრადობა ენერგეტიკასა და გარემოსდაცვით მეცნიერებაში (EN)
2022 წლის 22-24 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა ბადრი გეჩბაიამ, ბიზნესისა და ლოგისტიკის ფაკუკლტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა და რექტორის თანაშემწემ ლევან გვარიშვილმა მონაწილეობა მიიღეს მე-9 მსოფლიო ონლაინ კონფერენციაში მდგრადობა ენერგეტიკასა და გარემოსდაცვით მეცნიერებაში.
კონფერენცია ჩატარდა ონალინ რეჟიმში, იგი ორგანიზებული იყო ივანო ფრანკოვსკის (უკრაინა) ნავთობისა და გაზის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ.
ბნსუ-ს წარმომადგენლებმა პლენარულ სხდომაზე წარადგინეს მოხსენება თემაზე: წრიული ეკონომიკის ბიზნეს მოდელზე გადასვლის გამოწვევები და ბარიერები.
ბნსუ-ს კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი პროფესორი ბადრი გეჩბაია არჩეულია კონფერენციის სპიკერად.
