Academic Competitions Back

კონკურსი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (EN)

27 February 2023

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  • პროფესორი - 1 ვაკანსია, მიმართულება - საზღვაო ინგლისური ენა;
  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია, მიმართულებები - საზღვაო ნავიგაცია, საზღვაო ინგლისური ენა;
  • ასისტენტი - 1 ვაკანსია, მიმართულება - მენეჯმენტი.

მოთხოვნები აკადემიური თანა­მ­დე­ბო­ბების დასაკავებლად:

  1. აკადემიური ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში:

ა) პროფესორის თანამდე­ბო­ბაზე - დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა­ნაკლებ 6 წლის გამოც­დი­ლება;

ბ) ასოცირებული პროფესორის შემთხვევაში - დოქტორის აკადემიური ან მას­თან გა­თა­ნა­ბ­რებული ხა­რი­სხი, სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არა­ნა­კლებ 3 წლის გა­მო­ც­დი­ლება;

გ) ასისტენტის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორანტი; 

  1. პრო­ფე­სი­უ­­ლი ნიშნით აკადემიურ თანამდებობაზე არ­ჩე­ვის შემთხვევაში:

ა) ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­­ფე­­სო­რისთვის - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული განათლება, უსდ-ში არა­ნაკ­ლებ 3 წლის პე­­­დაგო­გი­უ­რი მუ­შაობის გა­მო­ც­დი­ლება და შესაბამის დარგში: არანაკლებ 5 წლის პროფე­სი­ული გა­მოცდი­ლება და ბო­ლო 05 წლის გა­ნ­­მავლო­ბა­ში (პე­რიოდში) გა­მო­­ქ­­ვე­ყ­ნე­ბუ­­­ლი/გამო­ცე­მუ­ლი სამეცნიერო პუბ­ლი­კა­ცია/პუბლიკაც­ები და/ან ნაშ­რო­მი/ნაშრომები.

კონკურსთან დაკავშირებული ვადები განისაზღვროს შემდეგნაირად:

  • კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 27.02.2023;
  • საკონკურსო საბუთების მიღება: 28.03. - 31.03.2023;
  • საკონკურსო კომისიის მუშაობა: 03.04. - 07.04.2023;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 10.04.2023;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მი­ღე­ბა): 11.04. -12.04.2023;
  • საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 104. - 14.04.2023;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 104.2023 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: არაუგვიანეს 104.2023.
  • „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითე­ბუ­ლი ინფორ­მა­­ციის დამადასტუ­რე­ბე­ლი დოკუმენტები.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ, ასევე, საკონკურსოდ წარმოსადგენ დოკუმენტთა ჩამონათვალი და ფორმები იხილეთ ბნსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.bntu.edu.ge