ვაკანსია მზარეულის პოზიციაზე (EN)
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასადილოს მზარეულის პოზიციაზე.
მისამართი: მახინჯაური თამარ მეფის გამზირი N38
გრაფიკი: სტანდარტული, 8 საათიანი (09:00 - 17:00)
მოვალეობები:
- სამზარეულოში დადგენილი სტანდარტითა და რეცეპტურით კერძების მომზადება;
- ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
- მარაგების ეფექტურად გამოყენება;
მოთხოვნები:
- მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- სწრაფად რეაგირების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ , ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტეტის გუნდს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: (+995) 596760000. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@bntu.edu.ge ან მოგვმართოთ ზემოთ მითითებულ მისამართზე სამუშაო დღეებში 17:00 სთ-მდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე
გისურვებთ წარმატებებს!
