ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა (EN)
ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ბნსუ-ს სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის
გაცნობებთ, რომ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით სტუდენტებისთვის, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო / პროფესიული პროგრამების დეპატრამენტი, 2020 წლის 15 მაისს 16 საათზე ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას ამერიკის საელჩოს მიერ შემოთავაზებულ გრანტებთან და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით.
შეხვედრას ჩაატარებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საგანმანათლებლო / პროფესიული პროგრამების დეპატრამენტის წარმომადგენლები:
• თეა კუჭუხიძე - საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი;
• ირაკლი მალანია - საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამების კოორდინატორი;
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, გაიარეთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: http://tiny.cc/ujsooz
დამატებით კითხვების არსებობის სემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge
