Events Back

საჯარო ლექცია (EN)

9 December 2019

2019 წლის 9 დეკემბერს, 14:30 სთ-ზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე „ მონაცემების როლი 21-ე საუკუნის ბიზნესში“.

ლექციას ჩაატარებს კავკკასიის უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი; ელექტრონული აკადემიის დირექტორი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამების ექსპერტი; Microsoft Excel-ის ტრენერი ბატონი გიორგი დათუკიშვილი.

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ მოგვცა შესაძლებლობა შევაგროვოთ ინფორმაცია. რაც უფრო დიდია ინფორმაცია მით უფრო ზუსტად არის შესაძლებელი სასურველი მიზნის მიღწევა. რატომ არის ინფორმაცია ესოდენ მნიშვნელოვან?

ის გვეხმარება:
• უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში;
• პრობლემების მოგვარებაში;
• უკეთეს წარმადობაში;
• პროგრესში;
• მომხმარებლის და ბაზრის მოთხოვნების გაგებაში;

შეხვედრაზე განხილული იქნება, ასევე მაგალითები საერთაშორისო პრაქტიკიდან, თუ რა როლი ითამაშა ინფორმაციამ ამა თუ იმ ბიზნესის განვითარებაში.

შეხვედრის ადგილი: ბნსუ-ს I კორპუსი, III სართული - საკონფერენციო დარბაზი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურს შემდეგ ელ-ფოსტაზე: international@bntu.edu.ge

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური