შეხვედრა თემაზე " ინტერნაციონალიზაცია, სტრატეგია და ძირითადი ინდიკატორები" (EN)
21 February 2021
2021 წლის 22 თებერვალს 21:00 საათზე ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური ატარებს შეხვედრას " ინტერნაციონალიზაცია, სტრატეგია და ძირითადი ინდიკატორები".
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნება:
- უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის არსი;
- ინტერნაციონალიზაციის საზომი ძირითადი ინდიკატორები;
- ინტერნაციონალიზაციის განვითარების შესაძლებლობები;
ასევე, შეხვედრაზე განვიხილავთ არსებულ შესაძლებლობებს და უახლოეს სამოქმედო გეგმას;
აუცილებელია შეხვედრას დაესწროს უნივერსიტეტის ყველა აკადემიური პირი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, კათედრები და დეკანატები.
შეხვედრა ჩატარდება ონლაინ ფორმატში.
