Events Back

სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (EN)

17 May 2021

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2021 წლის 17 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი ატარებს სტუდენტთა ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. ახალი კორონავირუსის (COVID 19) პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კონფერენცია ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს. კონფერენციის სამუშაო სექციებია:
- საზღვაო მეცნიერებები;
- ლოგისტიკა;
- ჰუმანიტარული, სოციალური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
- ბიზნესის ადმინისტრირება.
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და დარეგისტრირება 30 აპრილამდეა შესაძლებელი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
14 აპრილი - 30 აპრილი, 2021 კონფერენციაზე დარეგისტრირება;
07 მაისი, 2021 აბსტრაქტის გადმოგზავნა ბოლო ვადა;
10 მაისი, 2021 აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობის შესახებ;
14 მაისი, 2021 სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა;
17 მაისი, 2021 კონფერენციის გახსნა;
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას ყოველწლიურად უწევს.
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელ-ვერსია კონფერენციის დასრულების შემდეგ დაეგზავნება ყველა მონაწილეს;
მონაწილეს ნაშრომის პრეზენტაციისთვის მიეცემა 8-10 წუთი, დებატებისთვის-5 წუთი;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციაზე რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ გამოიყენეთ ბმული: https://cutt.ly/Jc43hp3
სრული ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგ მისამართზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საორგანიზაციო კომიტეტს შემდეგ ელ-ფოსტაზე: studconference@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ იხილეთ აქ: https://cutt.ly/uvuS4Oy