News Back

სტუდენტთა საყურადღებოთ!!!

23 June 2015

განისაზღვრა 2015-2016 სასწვლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ბრძანებით განისაზღვრა 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადები: 

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა - 2015 წლის 20 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით. 

2. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა -2015 წლის 3აგვისტოს 11:00 სთ-დან 20 აგვსიტოს 18:00 სთ-მდე. 

3. მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა - 2015 წლის 24 აგვსიტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით.