ტრეინინგი სახელწოდებით ,, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებების თვითშეფასების ტრეინინგი"
24 October 2013
2013 წლის 22-23 ოქტომბერს ბათუმში, სასტუმრო "რედისონ ბლუ" ჩატარდა ტრეინინგი სახელწოდებით ,, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებების თვითშეფასების ტრეინინგი". ღონისძიების ორგანიზატორი იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს ბნსუს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ეკატერინე მუსხაჯბამ და ნავიგაციის კათედრის პედაგოგმა ელდარ ნაკაშიძემ. ტრეინინგის მონაწილეებს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატები.
