News Back

2020 წლის ანგარიში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის ჩატარების შესახებ. 29.01.2021

29 January 2021

143954724_4285418174802070_7716225601579171137_o.png

021 წლის 28 იანვარს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა და ISO ხარისხის მენეჯერმა ბნსუ-ს ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს წარუდგინეს 2020 წლის ანგარიში ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის ჩატარების შესახებ. ყოველწლურ ანგარიშში ასახული იყო ბნსუ-ს სტრატეგიული გეგმის განხორცილების მიმდინარე მდგომარეობის შეფასება, ხარისხის მიზნების განხორცილების დინამიკა, 2019-20 სასწავლო წლის აკადემიური შედეგები და სტატისტიკური მონაცემები, ბნსუ-ს სტრუქტურული ერთეულების ერთწლიანი გეგმების შესრულების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე რეკომენდაციები 2021 წლის სამოქმედო სტრატეგიასთან დაკავშირებით. ანგარიშის საჯარო წარდგენა მიზნად ისახავდა თანამშრომლების ინფორმირებას 2020 წლის მანძილზე ყველა სტრუქურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ, შენიშვნებისა და გამოხმაურებების მოსმენას და ბნსუ-ს თანასაზოგადოების მიერ მიღწეული შედეგეგბისა და გამოწვევების გაზიარებას.