News Back

2021-2022 სასწავლო წლისთვის BNTU აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამაზე „სატრანსპორტო ლოგისტიკა“

22 August 2021

227819950_530371841530212_223346597724744345_n.png

  • სწავლის საფასური - 2500 ლარი წელიწადში
  • პროგრამის მოცულობა - 120 (ECTS) კრედიტი
  • პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სამაგისტრო  საფეხურზე  სწავლის  გაგრძელების უფლება  აქვს

 ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში წარმატებით  უნდა

 გაიაროს შემდეგი საგამოცდო ეტაპი:

  • ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში (ტესტის ნიმუში) ან წარმოადგინოს B 2.1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი.
  • ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში

*  შენიშვნა - კონკურსანტები, რომლებიც ვერ გაივლიან ინგლისური ენის საგამოცდო ეტაპს, არ დაიშვებიან  

შემდგომ  ეტაპზე-შიდა საუნივერსიტეტო გამოცდაზე.  

კონკურსი მიმდნარეობს მხოლოდ შიდა  საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგების მიხედვით.

                        რეგისტრაციისას მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარადგინოს:

  • განაცხადი რექტორის სახელზე (ადგილზე);
  • პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხოქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი. B კატეგორია;
  • ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია (CD);
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის-სანოტარო-წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა - შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
  • უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მხოლოდ ვაჟებისთვის);


* შენიშვნა - საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა  უნდა წარმოადგინოს

 სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა.


მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია, შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები, ჩარიცხვა