ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა (EN)
25 March 2023
2023 წლის 25 მარტს, ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველი საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. გამოფენას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.
გამოფენის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობა. ასევე, დაინტერესებულ პირებს საშუალება ჰქონდათ, მიიეღოთ სრული ინფორმაცია სასწავლო პროგრამების, სტიპენდიების, გრანტებისა და სტაჟირების შესახებ.
„ბათუმის წიგნისა და უმაღლესი განათლების პირველ საერთაშორისო გამოფენა“ – „BATUMI BOOK & HIGHER EDUCATİON FAIR 2023“-ში მონაწილეობა მიიღო 40-მდე ადგილობრივმა და საერთაშორისო დაწესებულებამ, კერძოდ: უმაღლესი სასწავლებლებმა, კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა და ფონდებმა, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიებმა, გამომცემლობებმა, სტამბებმა, წიგნის მაღაზიებმა, ჟურნალ-გაზეთებმა, ქართული კულტურის ცენტრებმა, უცხო ენის ცენტრებმა.
გამოფენა ბათუმის სპორტის სასახლეში კომპანია Expo Batumi–ის ორგანიზებით გაიმართა.
