News Back

ბნსუ დასაქმების ფორუმზე (EN)

28 May 2022
დასაქმების მაძიებლებს ასობით ვაკანსია შესთავაზეს. ???? ჯამში 244 ვაკანსია და 1370-ზე მეტი სამუშაო ადგილი იყო წარდგენილი. ℹ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დასაქმების ფორუმზე Irma Tunadze -მ და Teona Sulaberidze -მ წარადგინეს. ◾✔ დასაქმების ფორუმზე სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ აჭარის რეგიონის წამყვანი კომპანიების ვაკანსიებსა და ესაუბრათ პოტენციურ დამსაქმებლებთან , რაც გაზრდის მათ შემდგომ დასაქმების შესაძლებლობას. ????ფორუმის მიზანი იყო რეგიონალურ შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა, ასევე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის ორგანიზება ????დასაქმების ფორუმი აჭარის დასაქმების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით, "შერატონ ბათუმში" გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო აჭარის ტერიტორიაზე მოქმედმა 70-მდე მცირე, საშუალო და მსხვილმა კომპანიამ.