Contact Us
29 May 2014
სტუდენტური დღეების ფარგლებში გამართულ უნივერსიტეტთაშორის საფეხბურთო ჩემპიონატზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდმა კვლავ გამარჯვება მოიპოვა. ბნსუ-ს ფეხბურთელებმა მეოთხედ მოიპოვეს სტუდენტური შეჯიბრებების ჩემპიონის ტიტული. ვულოცავთ გუნდსა და მის უცვლელ მწვრთნელს, ბატონ ოთარ ქობალიას ამ წარმატებას და დიდ გამარჯვებებს ვუსურვებთ.
