ბნსუ-ს კურსანტთა ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოში
2013 წლის 8 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით ბნსუ-ს კურსანტებისთვის მოეწყო სამდღიანი ექსკურსია აღმოსავლეთ საქართველოში. კურსანტებმა დაათვალიერეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, ალავერდის, იყალთოს, გრემის, ძველი და ახალი შუამთის, ბოდბის, სვეტიცხოვლის, მამა გაბრიელის სახელობის და სამების ტაძრები. ილია ჭავჭავაძის, ერეკლე მეორის და ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმი და სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
აღნიშნულ ექსკურსიას გართობასთან ერთად ჰქონდა უზარმაზარი შემეცნებითი დატვირთვა. კურსანტები გაეცნენ ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ცხოვრებასა და მოღვაწეობას, აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ–კულტურულ ფასეულობებს.
