ბნსუ-ს სტუდენტები და პროფესორები კონფერენციას ესწრებიან

"ასოცირების შეთანხმება და შავი ზღვის თანამშრომლობა"- კონფერენციას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები ესწრებიან.
შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილება, მათ შორის ევროკავშირი და შავი ზღვის რეგიონი: თანამშრომლობის ფორმატები, გამოწვევები და შესაძლებლობები.მოხსენებებით როგორც საჯარო, ასევე სამოქალაქო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები გამოდიან.
დღის მეორე ნახევარში ღონისძიების ფარგლებში შავი ზღვის ეკონომიკურ და ენერგეტიკული შესაძლებლობებსა და გამოწვევებს განიხილავენ.
კონფერენცია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა და ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება.

