Teaching Process Management
22 May 2014
2014 წლის 22 მაისს, 13 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ბნსუ საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია. მისი თემატიკა დარგობრივი და, ამასთანავე, მრავალფეროვანი იყო. კონფერენციაზე წარმოდგენილმა მოხსენებებმა მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია. (კონფერენციის პროგრამა იხილეთ მიბმულ ფაილში). კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებსა და ლექტორებს გადაეცათ ფულადი ჯილდო.
