News Back

ეფექტიანი რეფორმები და წარმატებული შედეგები: რეალობა, პერსპექტივები

15 May 2017

2017 წლის 3-4 მაისს ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტში გაიმართა აზერბაიჯანის პირველი პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 94 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე: „ეფექტიანი რეფორმები და წარმატებული შედეგები: რეალობა, პერსპექტივები“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პროფესორებმა ქეთევან გოლეთიანმა და ბადრი გეჩბაიამ. სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებმა და ექსპერტებმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოებული კვლევის შედეგები წარმოადგინეს.