News Back

ექსკურსია სამეგრელოში (EN)

27 May 2023
2023 წლის 27 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების დეპარტამენტის სტუდენტები ექსკურსიით იმყოფებოდნენ სამეგრელოში. სტუდენტებმა ბნსუ-ს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს დადიანების სასახლე და ეწვივნენ ნოქალაქევის კომპლექსს, სადაც მოინახულეს ციხე-გოჯი, ასევე იმყოფებოდნენ მარტვილის კანიონზე. ექსკურსია ბნსუ-ს ბიბლიოთეკის მიერ იყო ორგანიზებული.