ევროკავშირმა ქართველ მეზღვაურთა დიპლომები აღიარა
26 November 2013
2013 წლის 22 ნოემბერს ევროკომისიის ევროპის საზღვაო უსაფრთხოებისა და გემებიდან გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების კომიტეტზე (Committee on Safe Seas and the Prevention of Pollution from Ships (COSS)) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ევროკავშირის მიერ ქართველ მეზღვაურთა კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატების აღიარებას.
