News Back

Location

30 May 2013

2013 წლის 30 მაისს, 12 საათზე ბათუმის ნავიგაციის საწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ორგანიზაცია ,,ევროპული ცენტრის’’ პრეზენტაცია. ცენტრის წარმომადგენლებმა წარუდგინეს შეკრებილთ თავიანთი საქმიანობის ძირითადი ასპექტები და პრიორიტეტები, გააცნეს ბნსუ სტუდენტებს უახლოესი მომავლის პროექტები და მოქმედი გაცვლითი და ადგილობრივი პროგრამები. ბნსუ-ს ადმინისტრაცია და ,,ევროპული ცენტრი’’ შეთანხმდნენ მემორანდუმის გაფორმებაზე და გამოკვეთეს ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები. შეხვედრა, რომელმაც ბნსუ სტუდენტთა და ლექტორ-მასწავლებელთა დაინტერესება გამოიწვია, საქმიან ვითარებაში წარიმართა.