განათლების საერთაშორისო გამოფენა - თბილისი 2019

„განათლების საერთაშორისო გამოფენა თბილისი 2019“ საგანმანათლებლო - საკონსულტაციო ორგანიზაცია EduGuide.Ge-ს ორგანიზებით ქალაქ თბილისში გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გიორგი გაბედავამ.
გამოფენაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურმა მიიღო ინდივიდუალური კონსულტაციები სხვადასხვა უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საელჩოების წარმომადგენლებისაგან; მიიღო მეტი ინფორმაცია უმაღლეს სასწავლებლებში მიღებისათვის აუცილებელი პროცედურების, საბუთების ჩაბარების ვადების, სწავლებისა და ცხოვრების პირობების შესახებ; ასევე გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი სახის საგრანტო პროექტები:
• სტიპენდიები
• კვლევითი გრანტები
• საზაფხულო სკოლები
• პროფესიული სწავლება
• საბაკალავრო პროგრამები
• სამაგისტრო პროგრამები
• სადოქტორო პროგრამები
• სტაჟირება საზღვარგარეთ
• მოკლევადიანი და გრძელვადინი პროგრამები
სამსახურის უფროსი გაესაუბრა სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საელჩოების და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღო ამომწურავი ინფორმაცია შემოთავაზებული საგრანტო პროექტების შესახებ. ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გამართა ბიზნეს შეხვედრები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
