News Back

News

6 January 2012

მიმდინარე წლის 6 იანვარს სასერტიფიკაციო ასოციაციის "რუსული რეგისტრი -ვესტჯორჯიას" აუდიტორებმა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში წარმოადგინეს მათ მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნები. 

ბნსუ თანამშრომლებთან ერთად განხილულ იქნა გამოვლენილი შეუსაბამობები და განისაზღვრა მათი აღმოფხვრის ვადები. 

აუდიტორებმა დადებითად შეაფასეს 2011 წელს ბნსუ-ში ჩატარებული სამუშაოები და მისცეს ბნსუ-ს ადმინისტრაციას ხარისხის სისტემის მუდმივ გაუმჯობესებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.