News Back

ღია კარის დღე ხელვაჩაურში (EN)

20 February 2023

2023 წლის 17 თებერვალს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

პროფესორმა, ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ნათია მიქელთაძემ და ბნსუ-ს საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სპეციალისტმა, ენრიკე ინწკირველმა მოსწავლეებს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც უნივერსიტეტი სთავაზობს აბიტურიენტებს 2023 წელს.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღია კარის დღე ბნსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ დაიგეგმა.