ღია კარის დღე
2012 წლის 16 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ღია კარის დღე. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და ლექტორ-მასწავლებლები შეხვდნენ აბიტურიენტებს, მათ მშობლებსა და რამოდენიმე სკოლის წარმომადგენელს. უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელმაც დაინტერესებულ პირებს მისცა საშუალება, წარმოდგენა შექმნოდათ ბნსუ-ს საქმიანობის შესახებ. უნივერსიტეტის კანცლერმა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა უპასუხეს აბიტურიენტთა კითხვებს, ლოგისტიკისა და საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის დეკანებმა დაწვრილებით და სრულად ისაუბრეს თავიანთი საგანმანათლებლო მიმართულებების პრიორიტეტებზე.
შეხვედრამ საქმიან და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.
