News Back

Open Call for Candidates for Academic Positions

27 January 2026

ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და პროფესიული ნიშნით, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ა) აკადემიური ნიშნით

  • მარკეტინგი: ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია; 
  • ფინანსები: ასისტენტ პროფესორი- 1 ვაკანსია;

ბ) პროფესიული ნიშნით:

  • საზღვაო მეცნიერებები - ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;
  • საზღვაო ინჟინერია - ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები

აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნებია:

  • ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, ბოლო 5 წლის განმავლობაში (პერიოდში) შესრულებული პუბლიკაცია/პუბლიკაციები, ნაშრომი/ნაშრომები ან/და სხვ., რაც ადასტურებენ შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობისთვის საკონკურსო მოთხოვნები:

  • ასისტენტ-პროფესორის  აკადემიური თანამდებობა: უმაღლესი განათლება, შესაბამის დარგში: პროფესიული გამოცდილება (არანაკლებ 4 წელი), სპეციალური მომზადება ან/და პუბლიკაციები.

კონკურსთან დაკავშირებული ვადები

  • კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 27.01.2026;
  • საკონკურსო საბუთების მიღება: 02.03.2026 - 04.03.2026;
  • კონკურსის I ეტაპი - (საკონკურსო საბუთების შესწავლა და შედეგების გამოცხადება) - 05.03.2026;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების გასაჩივრება: 06.03.2026;
  • კონკურსის I ეტაპის შედეგების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა და განხილვის შედეგების შეტყობინება კონკურსანტებისთვის: 09.03.2026;
  • კონკურსის II ეტაპი - საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება - 11.03.26-12.03.2026; შენიშვნა: (გასაუბრების ზუსტი დრო და თარიღი კონკურსანტს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაძლოა კანდიდატს ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება);
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 13.03.2026;
  • კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მი­ღე­ბა) - 16.03.2026;
  • საპრეტენზიო განაცხადების განხილვა - 17.03.2026;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 18 მარტისა.

შენიშვნა: (თუ კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრებისთვის დადგენილ ვადაში არ მოხდა კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება, მაშინ წინასწარი შედეგები მიიჩნევა ბნუ-ში ჩატარებული კონკურსის საბოლოო შედეგად);

  • კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძა­ნების გამო­ცემა: არაუგვიანეს 19 მარტისა.

 

კონკურსზე წარსადგენი დოკუმენტები:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;

ბ) შევსებული კონკურსანტის ანკეტა;

გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის  მოწმობა/ID  ბარათი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი;

დ) ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);

ე) უმაღლესი განათლების დამა­და­ს­­­ტუ­რე­ბელი დოკუმენტი, უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში წარმოსადგენია უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი (ა) აკა­­დემიური ნი­­შ­­ნით კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის დადასტურებისას - დოქტორის აკადე­მი­უ­რი ან მას­თან გათანაბრე­ბუ­­ლი სა­მე­ც­ნიერო ხარისხისა და მოთხოვნილი სამეც­ნი­ერო-პე­და­­გო­გი­ური გა­მო­ც­­­დ­ი­ლების დამადას­ტუ­რებელი დოკუმენ­ტე­­ბი, ბ) პროფესიული ნი­შნით კვალიფი­კა­ცი­ის დადასტურე­ბი­სას - მოთხოვნილი პროფესიული გამოცდილების და­­­­­მა­და­ს­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, სპეციალური მომ­ზა­დების ან/და პუბლიკაციების დამადასტურებელი დოკუმენტები);

ვ) უც­ხო­­ეთში მიღებული განათლების/კვა­ლი­­ფი­კა­ცი­ის და­მა­­დასტურე­ბე­ლი დო­კუ­მე­ნ­­ტის შემთხ­ვე­ვა­­ში ასევე წარ­სა­დ­გე­ნია სანო­ტა­რო წე­სით დამოწმებული ქარ­თულ­ენო­ვანი თარ­გ­­მა­ნი და უც­ხო­ე­თში მიღებული განათ­ლე­ბის/კვა­­ლი­ფი­კაციის საქართველოში აღიარების დო­კუ­მენტი;

ზ) სასწავლო კურსები, სილაბუსები, ბოლო 5 წლის განმავლობაში/პერიოდში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები/პუბლიკაციების ნუსხა.

თ) კონკურსანტის ანკეტაში მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები; 

ი) ნასამართლობის შესახებ ცნობა (შენიშვნა: ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება). საკონკურსო დოკუმენტაციის  წარდგენის დღისათვის ნასამართლობის შესახებ ცნობა უნდა იყოს მოქმედი (კანონმდებლობის თანახმად ცნობის მოქმედების ვადა 15 დღეა);

კ) წვევამდელის სტატუსის მქონე კანდიდატებისთვის, თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკურსანტის განცხადება ივსება კონკურსის კომისიის თავმჯდომარის: ელიდა ხვედელიძის სახელზე;

 

 კონკურსის ჩატარებასთან დაკავში­რე­ბული დოკუმენტები:

კონკურსში გამარჯვებული პირები აკადემიურ თანამდებობებზე აირჩევიან ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი - 4 წლის ვადით.

საკონკურსო საბუთების ან/და საპრეტენზიო განცხადებების მიღება განხორციელდება მითითებულ ვადებში, სამუშაო დღეებში, 10:00 სთ–დან 18:00 სთ–მდე ამო­ნა­ბეჭ­დი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელ. ფორ­მით (ბნუ-ს ელ.ფოსტაზე: info@bnu.edu.ge).

საკონკურსო საბუთების მიღებაზე და კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პა­სუ­ხისმგებელი პირის საკონტაქტო მონაცემები: ინდირა ლორთქიფანიძე, ტელ. +995 599 53 22 01; ელ.ფოსტა: lortkipanidze@bnu.edu.ge

საპრეტენზიო განცხადებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირის საკონ­ტაქტო მონაცემები: ნინო გობაძე