გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!
დღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი ღონისძიება. რომელსაც ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პირველკურსელთა მშობლები. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მიესალმა სტუდენტებს, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ. ბნსუ მან-სან-კანის გუნდმა წარმოადგინა საგანგებოდ ამ დღისათვის მომზადებული საზეიმო პროგრამა. საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ღონისძიება გაგრძელდა ბნსუ სასწავლო-საწვრთნელ გემ ,,ელიტაზე’’, ხოლო ლოგისტიკის ფაკულტეტის სტუდენტთათვის წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია მათ მიერ შესასწავლი დარგის შესახებ.
