News Back

კაპიტან ანატოლი ჭარბაძის ხსოვნის საღამო

2 March 2013

2013 წლის 2 მარტს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფრენციო დარბაზში გაიმართა კაპიტან ანატოლი ჭარბაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება. საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ბნსუ რექტორი, საზღვაო დარგის წარმომადგენლები, მეზღვაურთა პროფკავშირის თავმჯდომარე, ,,რუსული რეგისტრი - ვესტჯორჯიას’’ დირექტორი, მოქმედი კაპიტნები, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყოფილი თანამშრომლები. ღონისძიებას ესწრებოდნენ კაპიტან ჭარბაძის ოჯახის წევრები. ღონისძიების მონაწილეებმა, აგრეთვე, გაიხსენეს ის კაპიტნები და ბნსუ-ს ის თანამშრომლები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს როგორც ეროვნული ზღვაოსნობის, ისე, ზოგადად, საზღვაო-საგანმანათლებლო დარგის ჩამოყალიბებაში. ბნსუ რექტორმა, პარმენ ხვედელიძემ გამოთქვა იმედი, რომ ამგვარი საღამოები კეთილ ტრადიციად იქცევა, რათა შთამომავლობას მუდამ ახსოვდეს საზღვაო დარგის ღირსეულ წარმომადგენელთა ნათელი სახელები.