ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის დოკუმენტის წარდგენა (EN)
26 January 2024
2024 წლის 26 იანვარს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ანალიზის დოკუმენტის წარდგენა.
შეხვედრაზე წარდგენილ იქნა ბნსუ-ს 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და ანალიზი, რომელიც მოიცავდა განათლების ხარისხის უზრუველყოფისა და ISO 9001:2015-ის მოთხოვნებთან და სტანდარტებთან ბნსუ-ს შესაბამისობას, სტრუქტურული ერთეულების მიერ ერთწლიანი სამოქმედო გეგმების შესრულების ანალიზს, რეკომენდაციებს 2024 წლისათვის.
სისტემის ანალიზი წარადგინეს ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, პროფეორმა ნათია მიქელთაძემ და ISO ხარისხის მენეჯერმა ოთარ ცინცაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი.
