ხელშეკრულება დასაქმების სააგენტოსთან
2012 წლის 25 ივნისს ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტსა და სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოს შორის გაფორმდა მემორანდუმი. სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო შეიქმნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით. მის მთავარ მიზანს წარმოადგენს მოქალაქეთა დასაქმების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში. აჭარის ყველა მუნიცეპალიტეტში გახსნილია დასაქმების სააგენტოს რაიონული განყოფილებები, რომლებსაც გააჩნია მონაცემთა ერთიანი ბაზა, სადაც დაფიქსირებულია როგორც სამუშაოს მაძიებლები, ისე ყოველდღიურად ბაზაში შემოსული ვაკანტური სამუშაო ადგილები. გაფორმებული ხელშეკრულება საშუალებას მისცემს აჭარის მოსახლეობას, მოიძიონ ინფორმაცია მათთავის სასურველი სამუშაოს შესახებ.
