News Back

კონფერენცია -კორპორაციული პასუხისმგებლობი (EN)

18 November 2022
2022 წლის 18 ნოემბერს, კორპორაციული პასუხისმგებლობის გააზრების თემაზე ბათუმში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ია გოლიაძე დაესწრო. დისკუსიაზე მიწვეული იყვნენ სოციალურ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირები სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საჯარო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.  კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს, თუ რა პოლიტიკა, პრაქტიკა და მიდგომები არსებობს საქართველოში პასუხისმგებლიანი ბიზნესის ხელშესაწყობად.  ასევე განიხილეს როგორია მედიის როლი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტიმულირებაში, საზოგადოების ცნობიერების ჩამოყალიბებასა და ბიზნეს კომპანიათა ქცევაში. მომხსენებლებმა აქცენტი გააკეთეს კორპორაციული პასუხისმგებლობის ღირებულებებსა და უპირატესობებზე, ასევე ისაუბრეს წარმატებული CSR პროექტების გამოწვევებსა და შედეგებზე. კონფერენცია ჩატარდა ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში - ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის". კონფერენციის ორგანიზატორი ,,ბათუმელების”& ნეტგაზეთის” მარკეტინგის სამსახური იყო. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც თავად მუშაობენ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებზე, ან ბენეფიციარები არიან