კონკურსი 09.11.2020

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
(შემდგომში - ბნსუ) აცხადებს ღია კონკურსს (შემდგომში - კონკურსი) შემდეგი
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- საზღვაო ინჟინერია: ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;
- საზღვაო ნავიგაცია: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია, ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია;
- მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;
მოთხოვნები აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიურიანმასთანგათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიურიმუშაობისარანაკლებ 6 წლისგამოცდილება,საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში - უსდ) არანაკლებ 6 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის შესაბამის დარგში: არანაკლებ 6 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
- ასოცირებული პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორისაკადემიურიანმასთანგათანაბრებულიხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიურიმუშაობისარანაკლებ 3 წლისგამოცდილება, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: უსდ-ში არანაკლებ 3 წლის პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება,საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის შესაბამის დარგში: არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
- ასისტენტ-პროფესორისათვის:
ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი, საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დასადასტურებლად: არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის ვაკანსიის შესაბამის დარგში: მუშაობის არანაკლებ 4 წლის პროფესიული გამოცდილება და ბოლო 05 წლის განმავლობაში (პერიოდში) გამოქვეყნებული/გამოცემული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაცები და/ან ნაშრომი/ნაშრომები.
- კონკურსანტმაუნდადააკმაყოფილოსშესაბამისივაკანსიისათვისდადგენილისაკონკურსომოთხოვნებიაკადემიურიანპროფესიულინიშნით.
- ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევებში აუცილებელია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) წარდგენა.
კონკურსთან დაკავშირებული ვადები:
- კონკურსის შესახებ ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება - 10.11.2020;
- საკონკურსიო საბუთების მიღება: 10.12 - 17.012.2020;
- საკონკურსო კომისიის მუშაობა: 18.12. - 22.12.2020;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გამოცხადება: 22.12.2020;
- კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრება (საპრეტენზიო განცხადებების მიღება): 23.12.-24.12.2020;
- საპრეტენზიო კომისიის მუშაობა - 25.12.2020;
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოცხადება: არაუგვიანეს 28.012.2020 (კონკურსის წინასწარი შედეგები მიჩნეულ იქნეს კონკურსის საბოლოო შედეგად, თუ არ მოხდება მათი გასაჩივრება);
- კონკურსში გამარჯვებულთა აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა: არაუგვიანეს 29.12.2020.
კონკურსზე წარსადგენი საბუთები:
- განცხადება საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის სახელზე;
- შევსებული „კონკურსანტის ანკეტა“;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
- ფოტოსურათი (დაბეჭდილი 3X4–ზე; ელ. ვერსია);
- უმაღლესი განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ა) აკადემიური ნიშნით კვალიფიაციის დადასტურების შემთხვევაში: დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის და საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული სამეცნიერო-პედაგორიური გამოცდილების (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ბ) პროფესიული ნიშნით კვალიფიკაციის დადასტურების შემთხვევაში:საკონკურსო აკადემიური თანამდებობისთვის განსაზღვრული პროფესიული და პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (შრომის წიგნაკი, ცნობა ან/და სხვ.);
- უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში ასევე წარსადგენია სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და უცხოეთში მიღებული განათლების/კვალიფიკაციის საქართველოში აღიარების დოკუმენტი;
- საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი). უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც დაუდასტურდება წარდგენილი სასწავლო კურსის ინგლისურ/რუსულ ენაზე გაძღოლის კომპეტენცია;
- ინფორმაცია საკონკურსო ვაკანსიის შესაბამის დარგში ბოლო 5წლის განმავლობაში გამოცემული/გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების/პუბლიკაციების შესახებ (მიეთითება „კონკურსანტის ანკეტაში“);
- „კონკურსანტის ანკეტაში“ კონკურსანტის მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადად (შრომითი ხელშეკრულების ვადად) განისაზღვროს: ასოცირებული პროფესორისთვის - უვადო, ასისტენტ-პროფესორისთვის - 4 წელი.
საკონკურსო საბუთების მიიღება იწარმოებს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელექტრონული ფორმით (ბნსუ-ს ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge).
კონკურსის წინასწარი შედეგების გასაჩივრების შემთხვევაში საპრეტენზიო განცხადებების მიიღება მოხდეს ზემოთ მითითებულ ვადებში ყოველდღიურად 10:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე ამონაბეჭდი ფორმით (მისამართი: აჭარა, ქ. ბათუმი, თამარ მეფის გამზირი №38) ან ელექტრონული ფორმით (ბნსუ-ს ელ-ფოსტა: info@bntu.edu.ge).
კონკურსის წინასწარი და საბოლოო შედეგები გამოცხადდება ზემოთ მითითებულ ვადებში ბნსუ-ს ვებგვერდის (www.bntu.edu.ge) მეშვეობით.
კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესეულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდებაზე პასუხისმგებელ პირია ბნსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ნათია მიქელთაძე. საკონტაქტო ტელ.: +995 593 44 22 85; ელ-ფოსტა: info@bntu.edu.ge, n.mikeltadze@bntu.edu.ge
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ
კონკურსანტის განცხადება
ანკეტა
შეფასება (სილაბუსი)
შეფასება
