ყურადღება!!! (EN)
6 June 2022
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის წევრობის მსურველთა რეგისტრაცია. რეგისტრაციის ვადები: 06.06-24.06.2022 რეგისტრაციის მისამართი: ბათუმი, მახინჯაური, თამარ მეფის გამზირი N38, მეორე სართული, მე-12 ოთახი.
კანდიდატმა რეგისტრაციის გასავლელად კომისიას უნდა წარუდგინოს:
- პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
- ცნობა შესაბამისი ფაკულტეტიდან საგანმანათლებლო პროგრამის, სასწავლო წლისა და სემესტრის მითითებით;
- განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე (ივსება ადგილზე).
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება 2022 წლის 27 ივნისს. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ბნსუ-ს თვითმმართველობას (თავმჯდომარე ენრიკე ინწკირველი, 574 000 557).
