News Back

ლოგისტიკის ფაკულტეტის შეხვედრა დამსაქმებლებთან

3 February 2012

2012 წლის 3 თებერვალს, 13 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ლოგისტიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა შეხვედრა აჭარაში მოქმედი სატრანსპორტო და ლოგისტიკური ფირმების წარმომადგენლებთან. 

ლოგისტიკის დარგის განვითარება საქართველოში თანამედროვე განათლების სისტემისა და დასაქმების ბაზრის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდგომი თანამშრომლობის ჩარჩოები. შეხვედრაზე, აგრეთვე, განხილელული იქნა საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად დამუშავებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების საკითხები. 

შეხვედრის ბოლოს "ბათუმი რეილ გრუპთან" და "კარგო ტრანს გრუპთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.