მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადა თეორიულ მექანიკაში (ქ. გომელი, ბელორუსია)
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტმა მიიღო მიწვევა მე-10 საერთაშორისო ოლიმპიადაზე თეორიულ მექნიკაში, რომელიც ჩატარდება ქ. გომელში, ბელორუსიაში. ოლიმპიადა გაიმართება 2014 წლის 14-18 აპრილს. მასში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები, რომლებიც ამოცანათა ამოხსნის კონკურსზე იასპარეზებენ. პარალელურად, პედაგოგებს შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სემინარში, რომელიც მექანიკის სწავლების სასწავლო-მეთოდოლოგიურ საკითხებს მიეძღვნება.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დაიგეგმა შიდა შესარჩევი კონკურსის ჩატარება საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტთა შერჩევის მიზნით. შიდა კონკურსი გაიმართება ორ ტურად 2014 წლის თებერვალსა და მარტში.
