მეზღვაურის დღე
დღეს, 2012 წლის 25 ივნისს აღინიშნება საზღვაო დარგის მუშაკთა საერთაშორისო დღე. უკვე მეროე წელია, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი დიდი პატივით აღნიშნავს პროფესიულ დღესასწაულს.
ბნსუ-ში ჩატარდა საზეიმო შეხვედრა, რომელზედაც დამსწრეებს მიულოცეს პროფესიული დღესასწაული, საზღვაო დარგის უხუცესმა მუშაკებმა ახალგაზრდებს გაუზიარეს გამოცდილება და უსურვეს წარმატებები და წინსვლა. ბნსუ-ს რექტორმა, პროფესორმა პარმენ ხვედელიძემ საგანგებოდ მოიგონა ის ცნობილი, აწ გარდაცვლილი მეზღვაურები, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ბნსუ-ს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. უნივერსიტეტის თანამშრომლებმა პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული სამუშაოებისა და საზღვაო დარგის განვითარებაში აქტიური მონაწილეობისათვის და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა მათ.
