,,მეზღვაურთა განათლება, მომზადება და დასაქმება'
9 May 2013
2013 წლის 24-25 აპრილს შპს ,, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლობა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში ,,მეზღვაურთა განათლება, მომზადება და დასაქმება'' რომელიც ჩატარდა უკრაინის რესპუბლიკის ქ.ოდესაში. ფორუმზე ჩატარდა კონფერენცია და გაიმართა ზღვაოსნობაში თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების დემონსტრირება, რომელიც ითვალისწინებდა საზღვაო განათლების ხარისხის ამაღლებას. ფორუმში მონაწილეობა მიიღო IMO, BIMCO, Nautical Institute-ს პრეზიდენტმა ITF-ს წარმომადგენლებმა, შავი ზღვის საზღვაო უნივერსიტეტებმა და ორასამდე საზღვაო-საკრუინგო და გემთმფლობელი კომპანიებმა.
