მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (EN)
24 June 2023
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის სომხეთიდან, უკრაინიდან, ლატვიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ბულგარეთიდან, ყაზახეთიდან და ბრაზილიიდან. ღონისძიებაზე მოხსენებები წარადგინეს საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმაც.
კონფერენცია გახსნა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის პირველმა მოადგილემ, გელა გვარიშვილმა.
პლენარული სხდომები გაიმართა თემებზე:
- როგორ შეუძლია კლიენტთა მომსახურებას გააუმჯობესოს ბიზნეს-ლოგისტიკა;
- გლობალური გამოწვევები და საქართველოს შავიზღვისპირეთის მდგრადი განვითარება;
- საკვების მდგრადი მიწოდება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები დიდი ბრიტანეთის 4 ქალაქში;
- ადამიანური რესურსების მართვის გამოწვევები ციფრულ ეკონომიკაში;
- მღელვარე (უხეში ) ზღვა და გემები;
- საზღვაო საკრუიზო მოგზაურობების აღორძინების საკითხები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;
- საზღვაო ტურიზმზე მოთხოვნის ზრდის ტენდენციები საქართველოში და სხვა.
