მეზღვაურთა საყურადღებოდ!

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 6 აპრილის N05 ბრძანების თანახმად, რომელიც ეხება ახალი კორონავირუსი COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მეზღვაურთა წვრთნისა და სერტიფიცირების სფეროში განსახორციელებელ ზოგიერთ ღონისძიებას, იმ მეზღვაურებს, რომელთა კომპეტენციის ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების მოქმედების ვადა იწურება COVID-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოქმედების პერიოდში და რომლებიც დარეგისტრირებულნი იყვნენ ან აპირებენ დარეგისტრირებას სერტიფიკატის გასაახლებლად საჭირო კურსებზე სააგენტოს მიერ აღიარებულ მეზღვაურთა საწვრთნელ ცენტრში, შეუძლიათ შესაბამისი განაცხადი გააკეთონ 2020 წლის 22 აპრილიდან.
ყველა ასეთ მეზღვაურზე სააგენტო გასცემს შესაბამისი ვადიანობის სერტიფიკატებს, კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
ყურადღება! ადმინისტრაციული წერილი, რომელიც გაიცემა ყველა ასეთ სერტიფიკატზე, ადგენს ვალდებულებას, რომ მართვის/ექსპლუატაციის დონის მეზღვაური - სერტიფიკატის გაცემიდან 6 თვის ვადაში, ხოლო რიგითი შემადგენლობა - 9 თვის ვადაში, ვალდებულია გაიაროს შესაბამისი საწვრთნელი კურსი. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, წვრთნის გაუვლელობის შემთხვევაში, გაცემული სერტიფიკატის მოქმედება შეჩერდება.
წინამდებარე პუნქტით დადგენილი პირობები არ ეხება იმ მეზღვაურებს, რომელთა შესაბამის თანამდებობაზე სერტიფიცირებაც ხორციელდება პირველად.
ზემოაღნიშნულთან გამომდინარე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრში მეზღვაურებს შეეძლებათ დისტანციურად, ონლაინ-განაცხადის შევსების საფუძველზე, განაახლონ სერტიფიკატები.
ონლაინ-განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/CzwMLtuaG2JdZKgT7
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ბნსუ-ს საერთაშორისო საზღვაო მომზადების ცენტრი
მობ: +995 574 570088
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 11:00 - 17:00
