Student Evaluation
19 November 2014
2014 წლის 19 ნოემბერს, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა თურქი ფოტოხელოვანის ერქუთ ონართის ფოტოგამოფენის გახსნა. თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსულის მიწვევით, ღონისძიებას ესწრებოდა ბნსუ-ს კანცლერი ლალი ხვედელიძე. ფოტოგამოფენის გახსნამ ძალზე საინტერესო გარემოში ჩაიარა. დამსწრეთა განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია ფოტოხელოვანის ხედვამ და მის მიერ დანახულმა მსოფლიომ. გამოფენა კიდევ შვიდ დღეს გასტანს, დაიგეგმა ბნსუ-ს სტუდენტთა ვიზიტი გამოფენაზე.
