News Back

მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში

8 May 2012

2012 წლის 5-6 მაისს ბნსუ პროფესორ-მასწავლებლები იმყოფებოდნენ საქართველოს უძველეს ისტორიულ მხარეში - ტაო-კლარჯეთში. 

ექსკურსიის მონაწილეებმა მოამზადეს მოხსენებები მარშრუტში შემავალი ისტორიული ძეგლების შესახებ. პროფესორებმა გ. თავამაიშვილმა, ქ. გოლეთიანმა, ნ. ტაბიძემ და ნ. მიქელთაძემ ისაუბრეს იშხანის, ხახულის, ოშკის, პარხალის, ოთხთას, დოლისყანისა და არტანუჯის ძეგლებისა და მათი ისტორიული მნიშვნელობის შესახებ.