News Back

მრგვალი მაგიდა ბნსუ-ში

15 March 2012

2012 წლის 14 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს კანონი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ და საზღვაო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის საკითხები“. 

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე. შეხედრას ესწრებოდნენ საზღვაო პროფილის საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები. დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო სააგენტოს მეზღვაურთა დეპარტამენტის მეზღვაურთა განათლების სისტემაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ლევან ინაიშვილმა.