Natia Mikeltadze
2015 წლის 4 და 5 სექტემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი პარმენ ხვედელიძე და კანცლერი ლალი ხვედელიძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ეგიდით გამართულ მე-10 საერთაშორისო საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე ,,ოქროს ღუზა“ საზღვაო სფეროში მიღწევებისთვის. ღონისძიების ოფიციალური ორგანიზატორია თურქეთის საზღვაო საინფორმაციო სააგენტო ,, Deniz Haber Ajansi“. სასტუმრო ,,Sheraton Atakoy“-ში გამართულ საზეიმო საღამოზე გადაცემულ იქნა 15 ჯილდო 8 სხვადასხვა კატეგორიაში. ჯილდოთაგან ერთის გადაცემის პატივი ერგო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ბატონ მამუკა ახალაძეს.
