News Back

Freshman Registration!

27 August 2024

ბნსუ-ს პირველკურსელთა საყურადღებოდ!

აკადემიური და ადმინისტრაციული რეგისტრაცია 16 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. 

რეგისტრაციის პროცედურა და წარსადგენი დოკუმენტები

  • სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) დედანი და ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქე -პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანის დედანი);
  • 4 ფოტოსურათი 3x4 და ელ.ვერსია (CD/DVD დისკზე);
  • სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
  • ბაკალავრიატი - სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი / მაგისტრატურა - არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (ასლები);
  • უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში განათლების მიღების შემთხვევაში - ასევე წარსადგენია განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანი და განათლების აღიარების დოკუმენტი (დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლები);
  • ინგლისური ენის პროგრამაზე მიღების წინაპირობით განსაზღვრულ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/სხვა;
  • საზღვაო დარგის საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში - სამედიცინო შემოწმების ფორმა #100/ა (დედანი), გაცემული უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.

რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის მიმართეთ ბნსუ-ს სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურს: II სართული, ოთახი N218