News Back

პროფესორ გურანგ რამის საჯარო ლექცია

5 June 2015

2015 წლის 5 ივნისს, 10 საათზე, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ვიირ ნორმედის სამხრეთ გუჯარათის უნივერსიტეტის (Veer Narmad South Gujarat University) ეკონომიკის დეპარტამენტის პროფესორის გაურანგ რამის საჯარო ლექცია. საქართველო-ინდოეთის საუნივერსიტეტო ურთიერთობის პროგრამის ფარგლებში პროფესორმა რამმა წარმოადგინა ოთხი პრეზენტაცია თემებზე: 
1. სიღარიბის გაზომვის ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური საკითხები; 
2. საოკეოანო და საზღვაო საგარეო ვაჭრობის პრობლემები (ინდოეთის მაგალითზე); 
3. ადამიანის განვითარების ინდექსი საქართველოსა და ინდოეთში; 
4. ინფლაცია და ფასების ინდექსები ინდოეთში. 
ლექციამ ბნსუ-ს სტუდენტთა და მასწავლებელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია, სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ თემათა განხილვაში. ლექციამ მსმენელთა მაღალი შეფასება დაიმსახურა.