რეგიონალური თანამშრომლობა
შპს,, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი“
როგორც ტრასეკას ინტერმოდალური და ინტეგრირებული ლოგისტიკის პროცესებით დაინტერესებული და მონაწილე ჯგუფის წარმომადგენელი, მონაწილეობას იღებდა ქ.თბილისში 2013 წლის 9-12 აპრილს ჩატარებულ რეგიონალურ ტრეინინგში:
,,ტრასეკა“ ,,LOGMOS”-ლოგისტიკური პროცესები და საზღვაო მაგისტრალები“. პროექტი ,,LOGMOS”-ი მოწოდებულია ხელი შეუწყოს ტრასეკას დერეფანში ლოგისტიკის, საზღვაო გადაზიდვების, ინფრასტრუქტურისა და მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარებას.
პროექტის მიზანია პილოტირებული პროექტების რეგიონალური თანამშრომლობა ,,LOGMOS”-ის წევრი ქვეყნების წამყვანი როლის საფუძველზე, რაც ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტრული და ნეინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზებას, უზრუნველყოფს ტრასეკას დერეფნის მთლიანობას და ეფექტურობას.
პროექტი ,, LOGMOS”-ი აგრძელებს ტრასეკას დერეფანში ევრო კავშირის პროექტების, ამოცანებისა და შედეგების რეალიზებას, რომლის მიზანია ლოგისტიკის და საზღვაო ტრანსპორტის გაუმჯობესება და ხელშეწყობა ტრასეკას რეგიონში.
