საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია

2019 წლის14 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში წარდგენილ იქნა ბნსუ-ს შიდა საგრანტო პროექტის ,,ორგანიზაციული კულტურის როლი სტრესების მართვისა და კონდლიქტების დარეგულირების პროცესში: ქართული რეალობა და ევროპული გამოცდილება“ საბოლოო ანგარიში. ანგარიში წარადგინა პროექტის ხელმძღვანელმა, ბნსუ-ს ლოგისტიკის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა ქეთევან გოლეთიანმა, ასევე პროექტის მონაწილეებმა პროფესორებმა ბადრი გეჩბაიამ და ნათია მიქელთაძემ, ასისტენტ-პროფესორმა გიორგი გაბედავამ. ანგარიშში ასახულ იქნა განხორცილებული კვლევის როგორც შუალედური, ისე დასკვნითი შედეგები, პროექტის ფარგლებში განხორცილებული საერთაშორისო ვიზიტები, შემაჯამებელი დასკვნები. ანგარიში გამოცემულია ბუკლეტის სახით. მსურველებს შეუძლიათ გაეცნონ მას ბნსუ-ს ბიბლიოთეკაში.
