News Back

საინფორმაციო ტური TV 25-ში (EN)

31 May 2023
2023 წლის 31 მაისს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ აჭარაში მოქმედ რეგიონულ მაუწყებელს, TV 25-ს. სტუდენტებმა დაათვალიერეს ტელევიზია, გაეცნენ ჟურნალისტების მუშაობის სპეციფიკას და დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები. სტუდენტების კითხვებს პასუხობდა TV25-ის ჟურნალისტი, ნინია მესხიძე. ბნსუ-ს სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა როლი აქვს მედიას მეზღვაურის პროფესიაში, როგორ უწყობს ხელს ტელევიზია ქალი-მეზღვაურების მხარდაჭერას ან რა როლი აქვს ამბების სწორად გაშუქებას მეკობრეობის მიმართულებით. საინფორმაციო ტური ორგანიზებული იყო ბნსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ.